ბოსლევი - მთავარი გვერდი
პარასკევი, 2014-10-31, 7:09 PMმთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

ძებნა

კალენდარი

«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
მთავარი გვერდი

     კვირას 8 მაისს, მცხეთაში. სვეტიცხოველში გაიმართა ოთხი ქართული გვარის კურთხევა(ჭუმბურიძეები, კახიანები, ნაკაიძეები და კვახაძეები). აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ამ ოთხი გვარიდან ყველაზე მეტი წარმომადგენელი სწორედ ჭუმბურძეებს ჰყავდათ. ჩვენ იმ მიზეზის გამო, რომ ჭუმბურიძეები ბოსლევში მრავლად ცხოვრობენ მათზე გავამახვილებთ ყურადღებას.

      ამ ,,რელიგიური ღონისძიების მოწყობა" ითავა ბოსლეველმა მამია ჭუმბურიძემ. რომელიც ადრე იყო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, შემდგომში კი ,,ცეკას" თავმჯდომარე. მისი სახელი ახლაც ფართო წრისთვის ცნობილია.მის გარდა კიდევ იყვნენ შემდეგი პიროვნებები:

      1.ზურაბ ჭუმბურიძე - მეცნიერი და აკადემიკოსი.
      2.ბიძინა  ჭუმბურიძე - აკადემიკოსი, ფარმაციის მუშაკი.(9 აპრილის დასკვნის მთავარი ავტორი)
      3.ოთარ ჭუმბურიძე - ქუთაისის კოლორიტი, პროფესორი
      4.ლავრენტი ჭუმბურიძე - მეცნიერი, ბიზნესმენი.
      5.სიკო 
ჭუმბურიძე - მსახიობი

     მათ გარდა იყვნენ ბოსლეველი ჭუმბურიძეებიც: დავით, ლომარი, ვახტანგ, ირაკლი, ალეკო, ლაშა, ბეჟანი, პაატა, კობა, მანუჩარ, ,,კოჭოია(დავით)", გენო, კოლია ჭუმბურიძეები.
     
... კითხვის გაგრძელება »

Views: 446 | Added by: chumbura | Date: 2011-05-09 | Comments (4)

      ბოსლევის სიამაყე და სულიერების დიადი ბურჯი ასე შეგვიძლია შევამკოთ ბოსლევის რელიგიური ღირსშესანიშნაობა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. რომელიც აგერ უკვე თითქმის ორი საუკუნეა ბოსლევის ერთ-ერთ ლამაზ მთაზეა აღმართული და კიდევ უფრო თვალწარმტაცს ხდის მის ლამაზ შესახედაობას.
ამ უმშვენიერესს სურათს კიდევ უფრო ალამაზებს ის ფაქტი რომ ეკლესია თითქმის ტყით არის შემოფარგლული. ეს ყველაფერი განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე როცა ბუნება ყვავის. ამ ეკლესიის მნიშვნელობა იმით უფრო დიდია რომ მისი ეზო ინახავს წინაპრების ნეშთებს და პატრონობს მათ სულებს.
       ეკლესიის ხილვა მისი მდებარეობის გამო შესაძლებელია სოფლის თითქმის ყველა წერტილიდან. გარდა ამისა სოფელში მიმავალი მგზავრი შესვლისთანავე (ყველა მისასვლელი გზიდან) დაინახავს გორაზე  აღმართულ წმინდა გიორგის სახელობის ულამაზეს ეკლესიას.
       გამოცემის თანახმად ტერიტორიაზე სადაც ახლა  ეკლესია  არის აღმართული დასვენებული ყოფილა წმინდა გიოერგის ,,მარცხენა თვალი". ალბათ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი ეკლესიის ამ ადგილზე აშენებისა და წმინდა გიორგის სახელის მინიჭებისა. ბევრი ადამიანის აზრით ეს ისტორია თუ ,,ლეგენდა" გამაპირობებს ამ ძეგლის  განსაკუთრებულობას და სასწაულმოქმედებას. ბოსლევის ეკლესიის სახელთან არის დაკავშიორებული რამდენიმე სასწაული. მათ შორის ყველაზე აღმაფრთოვანებელია დავრდომილის ფეხზე დაყენება და უსინანათლოს მხედველობის აღდგენა.

       წმინდა გიორგის  ეკლესიას ისევე როგორც ამ მნიშვნელობის მქონე სხვა ძე... კითხვის გაგრძელება »

Attachments: სურათი 1
Views: 584 | Added by: chumbura | Date: 2011-04-29 | Comments (1)

სოფ. ბოსლევი მდებარეობს ზემო იმერეთში და მიეკუთვნება ზესტაფონის რაიონს.ძირითადად სოფელი მთაგორიანია თუ არ ჩავთვლით ,,ჭალა"-ს რომლის ერთ-ერთ სილამაზეს წარმოადგენს მდ. ყვირილა რომელიც მას ორ ნაწილად  ჰყოფს.ყვირილა ბოსლევში საკმაოდ დიდ მანძილზე მიედინება. მის კალაპოტს თან მისდევს რკინიგზის ხაზი რომლითაც სოფელი ზესტაფონს უკავშირდება. ბოსლევი საკმაოდ მდიდარი სოფელია ხე-ტყის, ქვიშის და სხვა ,,რესურსებით". სოფლის უმეტესი ნაწილი უჭირავს ტყეს. ძირითადად გავრცელებულია: წაბლი, მუხა, ცხემლა, წიფელი, თხმელა და სხვა ჯიშები შედარებით მცირე რაოდენობით.
     ამ სოფელში ზამთარში საკმაოდ დიდი თოვლია და ცივა, ხოლო ზაფხული მშრალი და მხურვალეა. სწორედ სიმშრალის გამო მოსავლიანობა შესამჩნევად მცირეა. მაგრამ ხილის თვალსაზრისით არც ისე ღარიბია.აქ გავრცელებულია: კარალიოკი, მსხალი (ძირითადად აყირო), ვაშლის ზოგიერთი ჯიში, ბალი და საკმაოდ მოსავლიანია ყურძენი. ყურძნის ჯიშებიდან აღსაჳშნავია ციცქა-ცოლიკაური. ასევე მოდის ადესა, ჯვარისა და სხვა ჯიშები (აქა-იქ).
     სოფელში პრობლემას წარმოადგენს სამანქანო გზები რომლებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის და სახიფათოა ამ გზებზე გადაადგილება. უგზოობას იწვევს მთაგორიანობა და უფრო უყურადღებობა ადგილობრივი ხალხისა და მეტწილად გამგეობის მხრიდან.
     ბოსლევში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი სადაც წლების გასვლასთან ერთად მოსწავლეების რიცხვი საგრძნობლად კლებულობს. ესეც ალბათ უყურადღებობის შედეგია. ბოლო წლების განმავლობაში ნაკლებად არის დამატებითი წრეები. 
    სოფ. ბოსლევში ცხოვრობენ შე... კითხვის გაგრძელება »
Views: 639 | Added by: chumbura | Date: 2011-04-29 | Comments (1)

Copyright MyCorp © 2014 | Free web hosting - uCoz